Wednesday, July 2, 2014


1.პროექტის სახელწოდება:   „საქართველოს ეროვნული მუზეუმი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი“                                
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:    მოსწავლეები იკვლევენ სახლ-მუზეუმის ისტორიას, მის სპეციფიკას. ეცნობიან ე. ახლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას.  
3. პროექტის აქტუალობა:  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოვლა, შენახვა, რეკლამა. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება. გამდიდრებული ცოდნის თანატოლებისათვის გაზიარება.  სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა. 
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციას სახლ-მუზეუმის ისტორიის შესახებ, გაეცნობიან სამუზეუმო სივრცის თავისებურებას. შეისწავლიან ე. ახვლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას.   შეიმეცნებენ შემოქმედის ცხოვრებაში რა მნიშვნელობა აქვს სახელოსნოს, სამუშაო გარემოს. გაეცნობიან მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნეების გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
5. მონაწილეთა ასაკი:   14-15 წელი
6. ვადების/ ხანგძლივობა:  1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეო რგოლი, ფოტოალბომი,  კომპიუტერული  დიზაინი თანამედროვე მხატვრის სახლ-მუზეუმისათვის,  გრაფიკული ესკიზი სახლ-მუზეუმის ახალი ექსპოზიციისათვის, შეხვედრები მუზეუმის თანამშრომლებთან და ინტერვიუს ჩაწერა, ხელნაწერი გაზეთი.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,  ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ინტერნეტი,   სახლ-მუზეუმში ექსკურსია, ფოტომასალა, ვიდეო, სახატავი მასალა: საღებავები და სახატავი ფურცელი. 
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში მასალის მოძიება, სახლ-მუზეუმში ექსკურსია, ფოტოგადაღება, მუზეუმის შესახებ ვიდეო რგოლის გადაღება, დისკუსია, შეხვედრები მუზეუმის თანამშრომლებთან, ინტერვიუს ჩაწერა,  დამუშავებული მასალის ბლოგში განთავსება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკასთან-ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმში იკრიბებოდნენ ცნობილი მუსიკოსები და იმართებოდა კონცერტები, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი მუსიკოსების სახელებს,  მოიძიებენ მათ შესახებ ინფორმაციას  და შეუძლიათ დაესწრონ სახლ-მუზეუმში გამართულ კონცერტებს. უცხო ენასთან-მოძიებული მასალის თარგმნა უცხო ენაზე. ინფორმაციულ  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან-კომპიუტერის დახმარებით  სახლ-მუზეუმის დიზაინის შექმნა, ელექტრონული ვებ-გვერდი გაკეთება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ნანა გოგელია
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: nanagogelia@gmail.com
13.  პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: http://nanagogelia.blogspot.com/







No comments:

Post a Comment