1.პროექტის სახელწოდება: „საქართველოს ეროვნული მუზეუმი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ სახლ-მუზეუმის ისტორიას, მის სპეციფიკას. ეცნობიან ე. ახლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ სახლ-მუზეუმის ისტორიას, მის სპეციფიკას. ეცნობიან ე. ახლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
3. პროექტის აქტუალობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოვლა, შენახვა, რეკლამა. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება. გამდიდრებული ცოდნის თანატოლებისათვის გაზიარება. სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სახლ-მუზეუმის ისტორიის შესახებ, გაეცნობიან სამუზეუმო სივრცის თავისებურებას. შეისწავლიან ე. ახვლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. შეიმეცნებენ შემოქმედის ცხოვრებაში რა მნიშვნელობა აქვს სახელოსნოს, სამუშაო გარემოს. გაეცნობიან მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნეების გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადების/ ხანგძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეო რგოლი, ფოტოალბომი, კომპიუტერული დიზაინი თანამედროვე მხატვრის სახლ-მუზეუმისათვის, გრაფიკული ესკიზი სახლ-მუზეუმის ახალი ექსპოზიციისათვის, შეხვედრები მუზეუმის თანამშრომლებთან და ინტერვიუს ჩაწერა, ხელნაწერი გაზეთი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ინტერნეტი, სახლ-მუზეუმში ექსკურსია, ფოტომასალა, ვიდეო, სახატავი მასალა: საღებავები და სახატავი ფურცელი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში მასალის მოძიება, სახლ-მუზეუმში ექსკურსია, ფოტოგადაღება, მუზეუმის შესახებ ვიდეო რგოლის გადაღება, დისკუსია, შეხვედრები მუზეუმის თანამშრომლებთან, ინტერვიუს ჩაწერა, დამუშავებული მასალის ბლოგში განთავსება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკასთან-ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმში იკრიბებოდნენ ცნობილი მუსიკოსები და იმართებოდა კონცერტები, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი მუსიკოსების სახელებს, მოიძიებენ მათ შესახებ ინფორმაციას და შეუძლიათ დაესწრონ სახლ-მუზეუმში გამართულ კონცერტებს. უცხო ენასთან-მოძიებული მასალის თარგმნა უცხო ენაზე. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან-კომპიუტერის დახმარებით სახლ-მუზეუმის დიზაინის შექმნა, ელექტრონული ვებ-გვერდი გაკეთება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა გოგელია
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: nanagogelia@gmail.com
13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: http://nanagogelia.blogspot.com/